სამოქალაქო მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ ოფისში თენგიზ ჯგუშიას, დაკავებასთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადება გააკეთეს. ორგანიზაციის წარმომადგენლების განმარტებით, ჯგუშიამ თავდაცვის მიზნით ჰაერში 3-4- ჯერ გაისროლა.
ბეჯან შანავას განცხადებით, ინციდენტის ადგილას ის ჯგუშიასთან ერთად იმყოფებოდა. შანავა ინციდენტს პროვოკაციად აფასებს.
„მერაბ ქვარაიამ თენგო ჯგუშიას მიაყენა სიტყვიერი შეურაწყოფა. ქვარაიამ ჯგუშიას მიმართა: „ბიჭო შენ რაღაცეებში ცოტა ვერა ხარ და გეშლება“. ამი შემდეგ ჯგუშიამ სილა გააწნა ქვარაიას. სიტუაცია დაიძაბა, თუმცა მალევე განიმუხტა. ამის შემდეგ ჩვენ იქიდან წამოვედით.
საჯვაროსთან აგვყვა მანქანა, გამოვიარეთ რამდენიმე ქუჩა და ვხედავ მოგვყვება ქვარაიას მანქანა. ჩვენ აღვმოჩნდით ჩიხში. მანქანა გავაჩერეთ და ამ დროს უკან მანქანა მოგვადა, საიდანაც გამოვარდნენ ადამიანები გინებით, „მოდით აქ“. ბუნებრივია ბატონმა თენგიზმა მოახდინა ჰაერში გასროლა, 2-3-ჯერ. ეს არის თავდასახმა, რომელიც იყო დაგეგმილი პროკაცია“, - განაცხადა „სამეგრელოს ხმის“ წარმომადგენელმა ბეჟან შანავამ.
„სამეგრელოს ხმის“ ოფისში აცხადებენ, რომ ინციდენტი დაკავშირებულია სოფელ რიყიდან სასმელი წყლის მილების ამოღების ფაქტთან.
მასალის გამოყენების პირობები