თენგიზ ჯგუშიას ადვოკატი ჯიტა გულუას განცხადებით, ჯგუშია კატეგორიულად გამორიცხავს მერაბ ქვარაიას მიმართულებით გასროლას. ადვოკატის განცხადებით, ჯგუშიამ თავდაცვის მიზნით ჰაერში რამდენჯერმე მოახდინა გასროლა.
„თენგიზ ჯგუშია კატეგორიულად გამორიცხავს ქვარაიას მიმართულებით გასროლას. იმ შემთხვევაში შიძლებოდა კიდევ უარესი ინციდენტი მოჰყოლოდა და გადაწყვიტა ჰაერში თავის დაცვის მიზნით ესროლა“, - აცხადებს ჯიტა გულუა.
მისვე განმარტებით, თენგიზ ჯგუშიას მიმართ სისხლის სამართლის საქმე 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით არის აღძრული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჯგუშიას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.გულუას თქმით, ჯგუშიას მიმართ საქმე ამ მუხლით არ უნდა აღეძრათ
მასალის გამოყენების პირობები