სამოქალაქო მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ ხელმძღვანელი თენგიზ ჯგუშია მიმართვას ავრცელებს. ყოფილი პარლამენტარის მიმართვაში, რომელიც ჟურნალისტებს ჯგუშიას ერთ-ერთმა ადვოკატმა ირაკლი გრძელიძემ გააცნო, ნათქვამია რომ ის ამჯამად უკანონო პატიმრობაში იმყოფება.
„ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში (და ეს იცის უკვე არა მარტო ზუგდიდმა, - მთელმა საქართველომ) მე ჩემს თანამებრძოლებთან ერთად და თქვენი მხარდაჭერით უკვე შევძლო ადგილობრივი ხელისუფლების ანტისახელმწიფოებრივი, ხალხის ინტერესების შემლახველი და საზიანო ქმედებების განხორციელებელი ჩინოვნიკების, მათ შორის უკანონოდ და დაუმსახურებლად დანიშნული გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, მისი მოადგილეების,ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის და სხვა კანონის და ხალხის ინტერესების ფეხქვეშ გამთელავ სხვა პირთა სრული გაშიშვლება.
სწორე ამის გამო, ჩემი ბოლო პერიოდის შეუვალი, პრინციპული, უკომპრომისო მოღვაწეობის გამო ვარ დღეს დაკავებული და ჩემს მიმართ ფიქრობენ სრულად დასაბუთებული და უკანონო ბრალდების წაყენებას, მაშინ როცა თვითონ არიან დამნაშავეები და თავიანთი დანაშაულების დასაფარავად სარგებლობენ რა მათი დღევანდელი თანამდებობრივი მდგომარეობით, სრულიად უსაფუძვლოთ და უსამართლოდ და უკანონოდ იშვერენ ჩემსკენ ხელს და უნდათ გამხვიონ უშუალოდ და პირადად მათ მიერ ჩადენილ დანაშაულში. ჩემი კანონიერი ქმედებით მხოლოდ და მხოლოდ ხელი შევუწყვე ჩემზე გამიზნულ თავდასხმის განეიტრალებს, ჩემი სიცოცხლის ხელყოფის ან სხეულის დაზიანების აღკვეთის და თვით თავდასხმელების გადარჩენასაც.
ჩემო თანამოქალაქეებო! კიდევ ერთხელ მოგმართავთ და გეტყვით რომ მე ვარ სრულიად და გულწრფელი და მართალი თქვენს წინაშე, ჩემი ოჯახის წინაშე რაც მთავარია უფლის წინაშე და მაქვს იმედი, რომ სამართალ დამცავი ორგანოები სწორად და ადეკვატურად შეაფასებენ ფაქტებს და არ მოექცვეიან არავის ზეგავლენის ქვეშ და მიიღებენ ობიექტურ და კანონიერ გადაწყვეტილებას.
სანთელ - საკმეველი თავის გზას იპოვის!“ - ნათქვამია მიმართვაში.
მასალის გამოყენების პირობები