"თენგიზ ჯგუშიას დევნისა და მუქარის ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინიტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოში განცხადება შეივიტანეთ." ამის შესახებ, „სამეგრელოს ხმის“ ოფისში გამართულ პრესკომპერენციაზე, ჟურნალისტებს ჯგუშიას ერთ-ერთმა ადვოკატმა ირაკლი გრძელიძემ განუცხადა. ჯგუშიას ინტერესების დამცველი ადვოკატი სამართალდამცავებისაგან საქმის გამოძიებას ითხოვს.
„თენგიზ ჯგუშიას მიერ აღწერილი ფაქტებიდან გამომდინარე და ასევე ერთ-ერთი მოწმის მიერ გამოთქმული მოსაზრების შემდეგ, მე დავრჩი ერთ სწორუპოვარ პოზიციაზე , რომ თენგიზ ჯგუსიას მიმართ მიზანმიმართულ დევნას აქვს ადგილი“, - განაცხადა ირაკლი გრძელაძე.
მისივე განმარტებით, ისინი ამავე შინაარსის განცხადებას, ასევე შეიტანენ სამეგრელო-ზემოსვანეთის საოლქო პროკურატურაში.
ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ მერაბ ქვარაიასა და სამოქალაქო მოძრაობა “სამეგრელოს ხმის” ხელმძღვანელს თენგიზ ჯგუშიას შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება 8 აგვისტოს სოფელ რიყეში დაიწყო. სავარაუდოდ ისინი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. მოგვიანებით, დაპირისპირება კომბინატის დასახლებაში გაგრძელდა, სადაც თენგიზ ჯგუშიამ, მოწმეების თქმით, მერაბ ქვარაიას მიმართულებით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთხელ ისროლა, დანარჩენი სამი გასროლა კი მან უმისამართოდ განახორციელა. ყოფილი პარლამენტარის ადვოკატები აცხადებენ, რომ ჯგუშიამ მხოლოდ თავდაცვის მიზნით ჰაერში გაისროლა და მას ქვარაიას მისამართით არ უსვრია.
თენგიზ ჯგუშიას მიმართ სისხლის სამართლის საქმე 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით არის აღძრული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჯგუშიას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.ყოფილი პარლამენტარისთვის ბრალი ამ დრომდე არ წაუყებეიათ, ის დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები