პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდში მდებარე რესტორანი "დიარონი" წუხელ, სადაც ის სავახშმოდ იმყოფებოდა, აქციისა და შეძახილების ფონზე დატოვა.
პრეზიდენტი რესტორანში დეპუტატ გოგა ხაჩიძესთან და სხვა პირებთან ერთად მივიდა.
აქციის ორგანიზატორი "დაიცავი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი კახა მიქაია იყო.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, სააკაშვილს ზუგდიდში ჩასვლის მორალური უფლება არ აქვს.
"მას შემდეგ, რაც მისმა რეჟიმმა დაატრიალა ჩვენს ქვეყანაში და განსაკუთრებით, ჩვენს კუთხეში, მიხეილ სააკაშვილს მორალური უფლება არ აქვს, იაროს სამეგრელოში, კერძოდ ზუგდიდში, იჯდეს და ქეიფობდეს რესტორნებში, ვიღაცეები დაჰყავდეს რეზიდენციაში. ეს არის ამორალური საქციელი", - განაცხადა კახა მიქაიამ.
მასალის გამოყენების პირობები