ტობავარჩხილის ხეობაში დაკარგული მთამსვლელი ნაპოვნია.
ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა.
”წალენჯიხის რაიონში, სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ჩვენმა მაშველებმა მიაგნეს იმ ახალგაზრდების ჯგუფს, რომლებიც წალენჯიხის რაიონში მდებარე ჭითაგვალას მწვერვალთან ახლოს იმყოფებოდნენ. ამ წუთებში, მათი ტრანსპორტირება ხდება. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ერთი დაშავებულია, დანარჩენების ჯანმრთელობის მდგომარეობა კი, ნორმალურია”, - განაცხადა გიორგობიანმა.
შეგახსენებთ, რომ ქართველ მოყვარულ მთამსვლელთა ჯგუფმა წალენჯიხის რაიონში მდებარე „ჭითაგვალას” მწვერვალისკენ სვლა ორი დღის წინ დაიწყო. არსებული ინფორმაციის თანახმად, 3200 მეტრზე ექსპედიციის ერთ-ერთი წევრი დაგორდა, რის გამოც მოტეხილობები და სხეულის დაზიანებები მიიღო და სასწრაფო შველას საჭიროებდა.
მასალის გამოყენების პირობები