ინგრედიენტები:
- 1,8 კგ. უკურკო ყურძენი (მწვანე ან შერეული)
- 225 გ. ნაღების ყველი
- 225 გ. არაჟანი
- 100 გ. თეთრი შაქარი
- 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
- 2 სუფრის კოვზი ყავისფერი შაქარი
- 110 გ. თხლად დაჭრილი თხილი
პირველი ეტაპი:
გარეცხეთ და გაამშრალეთ ყურძენი. დიდ თასში ერთმანეთს შეურიეთ არაჟანი, ნაღების ყველი, თეთრი შაქარი და ვანილი. თასში ჩაამატეთ ყურძნის მარცვლები და კიდევ ერთხელ კარგად მოურიეთ.
მეორე ეტაპი:
სალათს ზევიდან მოაყარეთ ყავისფერი შაქარი და შემდეგ დაჭრილი თხილი. მოურიეთ ბოლოჯერ და მირთმევამდე მაცივარში შედგით გასაცივებლად.
მასალის გამოყენების პირობები