განძის მაძიებელი ერიკ შმიტი და მისი ოჯახი სანაპიროზე გატარებული ერთი დღის განმავლობაში გამდიდრდნენ. გემის ნანგრევებში 300 ათასი დოლარის ღირებულების ოქროს მონეტები და სამკაულები აღმოჩნდა. ექსპერტების განცხადებით, შმიტების მიერ აღმოჩენლი გემი, ერთ–ერთია იმ 11 გემთაგან, რომელთაც ჰავანადან ესპანეთში ოქრო გადაჰქონდათ.
დოკუმენტების მიხედვით, გემებს 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამკაული გადაჰქონდათ. ამ დროისთვის, მხოლოდ $175 მილიონისაა ნაპოვნი , წერს Reuters.
ამერიკეული ოჯახის მიერ ნაპოვნი გემი , ფლორიდას სანაპიროებთან 1715 წელს ჩაიძირა. ფლორიდას შტატის კანონებით, სახელმწიფო განძის 20%–ს, მუზეუმისთვის გადასაცემად მიიღებს. დანარჩენი შმიტების ოჯახსა და იმ უბნის მფლობელი კომპანიას შორის, სადაც განძი აღმოაჩინეს, თანაბრად განაწილდება.
მასალის გამოყენების პირობები