Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/wvima.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/wvima.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/wvima.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/wvima.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
უხვმა ნალექმა დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რაიონში პრობლემა შექმნა
უხვმა ნალექმა დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რაიონში სერიოზული პრობლემები შექმნა, ადიდებულია რამდენიმე მდინარე, ზღვის ღელვა კი 2 მეტრს აღწევს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის ცნობით განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნალექი  ქობულეთსა და ქედაში დაფიქსირდა. ხოლო ფოთში ტალღების სიმაღლე 5-დან 6 ბალამდე გაიზარდა, ადგილზე გამართულად მუშაობს ყველა სატუმბი სადგური, რომელიც ქალაქიდან უხვი ნალექის გადატუმბვას უზრუნველყოფს ასევე  ადიდებულია მდინარე "აჭარის წყალი", რის გამოც ნათესები დაიტბორა, გზები კი დაზიანდა. მათივე ცნობით ადიდებულია მდინარე "ცხენისწყალიც" და გარკვეული პრობლემებია მოსალოდნელი ლენტეხის რაიონის სოფელ ლუჯში. მნიშვნელოვნად არის ადიდებული სოფელ ხაიშთან მდინარე ენგურიც. ბათუმში დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული; თბილისში ხანმოკლე, ინტენსიური ნალექების შედეგად დაიტბორა რამდენიმე ქუჩა და შეფერხდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, წყალსატუმბი სამუშაოები ჩატარდა ოზურგეთის, ქობულეთის და ბათუმის ცალკეულ ქუჩებზე. არსებული სინოპტიკური სიტუაციის ანალიზი უჩვენებს, რომ 5 სექტემბრის გვიან საღამომდე დასავლეთ საქართველოში გაგრძელდება ინტენსიური ნალექები, რამაც შესაძლებელია დასახლებული პუნქტების დატბორვები, მდინარეთა დონეების მნიშვნელოვანი აწევა და ცალკეულ მონაკვეთებზე წყალმოვარდნები გამიწვიოს. სანაპირო ზოლში გაძლიერდება ქარი და ზღვის სანაპიროზე ღელვა. შემდგომ დღეებში შესაძლებელია გააქტირდეს მეწყრული პროცესები. გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია მიმდინარე წლის 4-5 სექტემბერს განვითარებული არახელსაყრელი ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების და მათგან გამოწვეული უარყოფითი შედეგების შესახებ 5 სექტემბრის დილის 10 საათის მდგომარეობის მონაცემებს შეიცავს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.