Yahoo–მ თავისი ლოგოტიპი, კომპანიის არსებობის 18 წლის განმავლობაში პირველად შეცვალა. განახლებული ლოგო ორ ვარიანტშია წარმოდგენილი: იისფერი ასოები თეთრ ფონზე და თეთრი ასოები იისფერ ფონზე.
«ჩვენ გვსურდა, რომ ლოგოტიპს შეენარჩუნებინა თავდაპირველი არსი (და ყოფილიყო უცნაური, იისფერი, ძახილის ნიშნით) ამასთან, მას უნდა აესახა ჩვენი პროდუქციის ევოლუცია», — ნათქვამია Yahoo–ს განცხადებაში.
თავის მხრივ, Yahoo–ს ხელმაძღვანელმა, მარისა მაიერმა თავის ბლოგში დაწერა, რომ კომპანიის დიზაინერებთან ახალი ლოგოტიპის შექმნა „მხიარულად“ მიმდინარეობდა. მისი თქმით, მათ არ უნდოდათ, რომ ლოგოში სწორი ხაზები ყოფილიყო, რადგან „ადამიანურ ფორმა“ ისინი არ გააჩნიან, ხოლო ბუნებაში – იშვიათად გვხვდებიან.
მასალის გამოყენების პირობები