ფოთში ზღვის ღელვა გაძლიერებულია და შტორმის სიმძლავე 4-5 ბალს აღწევს. ასევე, უხვი ნალექის გამო, რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. თუმცა,როგორც რადიო „ათინათს“ფოთის მერიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა თამარ ჯანაშია აცხადებს ფოთში საგანგაშო მდგომარეობა არ არის.
„რაც მთავარია მდინარე რიონი ერთვის ზღვას და უკან არ გვიბრუნდება წყალი. არის ძლიერი ქარი თუმცა სტაბილური ვითარებაა“, - აცახადებს თამარ ჯანაშია.
მისვე განმარტებით, ფოთში მოსახლეობის დატბორვას ამ დრომდე ადგილი არ ჰქონია და პანიკის შიში არ არსებობს.
მასალის გამოყენების პირობები