ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის თემში, საჭოჭუოს უბანში ძლიერი წვიმების შედეგად სანიაღვრე არხებიდან გადმოსულმა წყალმა ადგილობრივი მოსახლეობის ეზოები და რამოდენიმე საცხოვრებელი სახლი დატბორა. წყლის საქაჩი ტუმბოები მუშაობენ სისტემატიურად და გამართულად თუმცა ჭარბი ნალექის გამო ვერ ხერხდება პრობლემის აღმოფხვრა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, გამგებლის მოადგილე ბადრი ჯობავა და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი გაიოზ ქირია.
ზარალს შეისწავლის და დაადგენს შესაბამისი კომისია.უამინდობა ხობის მუნიციპალიტეტში კვლავ გრძელდება.
" ხობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურს მუდმივი კავშირი აქვს მუნიციპალიტეტის რწმუნებულებთან და ყველა სოფლიდან დეტალურ ინფორმაციას ვიღებთ" . განაცხადა "ათინათთან" საუბარში არაჩემიამ. როგორც თავად დასძენს ამ დრომდე განგაშის ზარი სამაშველო სამსახურში არ დაფიქსირებულა.
მასალის გამოყენების პირობები