მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულაში კოკისპირული წვიმის შედეგად მოვარდნილმა ღვარცოფმა ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელი გზა მთლიანად დამეწყრა და სოფელიდან 12 ოჯახის ევაკიურება გახდა საჭირო. როგორც რადიო "ათინათს" სოფლის რწმუნებულმა მერაბ საბანიძემ განუცხადა ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაობები. "მუნიციპალიტეტის გამგეობამ სპეცტექნიკა გამოყო და სავარაუდოდ დღის ბოლომდე ცენტრალურ გზაზე მოძრაობა აღდგება"-განაცხადა საბანიძემ.
მასალის გამოყენების პირობები