ინგრედიენტები:
- შავი შოკოლადი 150 გ
- რძე 1/2 ლ
- შაქარი 100 გ
- მაგარი ყავა 60 მლ
მომზადების წესი
შოკოლადი დავამტვრიოთ და ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ, ნელ-ნელა შევურიოთ გადაწურული ყავა. რძე ავადუღოთ შაქართან ერთად, დავამატოთ შოკოლადი და თან ვურიოთ, როცა ადუღდება, ჩავასხათ 60 მლ-იან ჭიქებში.
ცხელ შოკოლადს შეგვიძლია შევურიოთ ცოტა წითელი წიწაკის ფხვნილიც, რაც სასმელს უფრო მრავალფეროვანს გახდის.
მასალის გამოყენების პირობები