ძლიერმა წვიმამ ხობის რაიონის რამდენიმე სოფელი დააზარალა. ადიდებულ მდინარეებიდან და სანიაღვრე არხებიდან გადმოსულმა წყალმა სოფელ ჭალადიდში დახლოებით 20-მდე ოჯახის საცხოვრებელი სახლის პირველი სართული დატბორა. ასევე დატბორილია სოფელ ქვალონში, ადგილობრივი მოსახლეობის სახლების ეზოები.
ადგილობრივების განცხადებით, სტიქიამ მთლიანად გაანადგურა მათი მოსავალი და პრაქტიკულად, შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩენენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რამდენიმე სოფელში აუცილებელია სანიაღვრე არხების გაწმენდა. ასევე წყალსაქაჩი ტუმბოების დამატება, რომელსაც ადგილობრივი ბიუჯეტით ვერ გაწვდებიან.
მასალის გამოყენების პირობები