Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/tandilaaaa.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
ადვოკატი - ქსნის #15 საპყრობილეში მსჯავრდებულის სიცოცხლე საფრთხეშია
ქსნის #15 საპყრობილეში მსჯავრდებულ ვეფხვია უბილავას სიცოცხლე საფრთხეშია. ამის შესახებ  მსჯავრდებულის ადვოკატმა თანდილა ჯოლოგუა და პატიმრის დამ ლელა უბილავამ დღეს, 25 სექტემებერს საგანგებოდ  გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. ჯოლოგუას თქმით, მსჯავრდებული აივ-ინფექციით არის დაავადებული და მან პროტესტის ნიშნად მედიკამენტების მიღება შეწყვიტა. მისივე განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ვეფხვია უბილავა უდანაშაულოა და საქმის თავიდან გადახედვას ითხოვს. „ჩვენ უკვე მივმართეთ რესპუბლიკის მთავარ პროკურორს, ირაკლი ღარიბაშვილს, თუმცა რეაგირება არ ყოფილა. მე ვიხსნი ყოველგვარ პასუხისმგებლობას მის სიცოცხლესთან დაკავშირებით და პასუხისმგებლობას ვაკისრებ იმას ვისაც განცხადებით მივმართე და მის გუნდის წევრებს“ - ამბობს თანდილა ჯოლოგუა. ამასთან,  ჯოლოგუა ამბობს, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობით სასჯელაღსრულების მინისტრი, სოზარ სუბარიც საქმის კურსშია. „მინისტრიც შეშფოთებულია ამ ფაქტით. მან რამდენჯერმე დამირეკა პატიმრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და ისიც ჩემსავით იხსნის პასუხისმგებლობას“, - ამბობს ადვოკატი თანდილა ჯოლოგუა. მსჯავრდებულის და ლელა უბილავა ამბობს, რომ მისი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. იგი ასვე, მისი ძმის  საქმის მასალების თავიდან გადახედვას ითხოვს. „რა ვთქვა არ ვიცი, არის უკიდურესად ცუდად. ყველამ ყველაფერი იცის. ძალიან ბევრი განცხადება გვაქვს შეტანილი, თუმცა პასუხი არც ერთხელ არ მიგვიღია“, - ამბობს ლელა უბილავა. როგორც, ადვოკატი აცხადებს ვეფხვია უბილავა და მანუჩარ მალიშავა ქალაქ ფოთში 2012 წლის დააკავეს. ჯოლოგუას განმარტებით, დაკავებულები უდანაშაულოები იყვნენ. თუმცა სასამართოლომ უბილავას 4 წლით თავიუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო მალიშავას  5000 ლარის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.    
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / ივლისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.