ვახუშტი ფარცვანია თხილის ფასების ხელოვნურად დაწევასთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ თენგიზ გუნავას განცხადებას დღეს, 25 სექტემბერს, გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ - " „ნაცბანდას“ და მის წარმომადგენლებს არავითარი მორალური უფლება არ გააჩნიათ, ამ და სხვა საკითხებზე ხალხის პოზიციით ილაპარაკონ და კიდევ ერთხელ დასცინონ მოსახლეობას" - განაცხადა ფარცვანიამ.
ამავე ბრიფინგზე სახალხო მოძრაობის სამეგრელო-ზემო სვანეთის ორგანიზაციის ლიდერმა ვახუშტი ფარცვანიამ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატ ნესტან კირთაძის შტაბის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა და მის ნაცვლად პედაგოგი გელა ბარამია წარადგინა.
„ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე ვტოვებ შტაბის ხელმძღვანელის პოსტს, თუმცა ვრჩები სახალხო მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერად“, - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ვახუშტი ფარცვანიამ.
გელა ბარამიას თქმით, იგი კოორდინირებას გაუწევს რეგიონში ორგანიზაციულ საკითხებს, შექმნის საარჩევნო შტაბებს და ახალგაზრდულ ფრთას დააკომპლექტებს.
მასალის გამოყენების პირობები