ინგრედიენტები:
- ფქვილი 175 გ
- კაკაო 4 ჩ.კ
- შაქარი 100 გ +30 გ კრემისთვის
- მარილი მწიკვი
- გამაფხვიერებელი 1 ჩ.კ
- ნაღები 32% -36% 250 მლ
- შოკოლადი 90 გ
- რძე 350 მლ
- ზეთი 4.5 ჩ.კ
- ვანილი
შევურიოთ ერთმანეთს მშრალი ინგრედიენტები, შემდეგ დავამატოთ ზეთი და რძე. კარგად ავურიოთ.
ტაფა გავაცხელოთ საშუალო ცეცხლზე. დავასხათ დაახლოებით 60 მლ ცომი და გამოვაცხოთ ბლინები ორივე მხრიდან. გავაციოთ.
ავთქვიფოთ ნაღები და შაქარი. მიღებული კრემი წავუსვათ ბლინებს. შეგვიძლია შევურიოთ რომელიმე ხილი.
ზემოდან მოვასხათ გამდნარი შოკოლადი.
მასალის გამოყენების პირობები