Microsoft-ის დამაარსებელმა ბილ გეითსმა, Windows-ში შესასვლელად შექმნილ კლავიშათა კომბინაციას Ctrl+Alt+Del შეცდომა უწოდა.
გეითსის სიტყვებით, ის მომხრე იყო მხოლოდ ერთი კლავიშისა, თუმცა IBM-ის ინჟინრებმა, რომლებიც პასუხს აგებდნენ IBM -ის პერსონალური კომპიუტერისთვის კლავიტურის შექმნაზე, თავისი გაიტანეს და სამი ღილაკი დატოვეს.
კომბინაცია, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ კომპიუტერის გადასატვირთად გამოიყენებოდა, ახლა Windows-ის საოპერაციო სისტემათა ოჯახის სისტემაში შესასვლელად გამოიყენება. Windows 8-ის ახალ საკომბინაციო სისტემაში ის ამოცანათა დისპეჩერის ჩართვის საშუალებას იძლევა.
კომბინაციის ავტორმა, დევიდ ბრედლიმ, ჯერ ასეთი შეთავსება მოიფიქრა: Ctrl+Alt+Esc, თუმცა შემდეგ ის შეცვალა Ctrl+Alt+Del-ზე, რადგან სამივე ღილაკი კლავიატურის მარცხენა ნაწილშია განლაგებული.
თავად ბრედლი სწორედ გეითს თვლის იმ ადამინად, რომელმაც ეს კომბინაცია ცნობილი გახადა.
www.bbc.co.uk
მასალის გამოყენების პირობები