ჯუმბერ ლეჟავა მორიგი მოგზაურობისთვის ემზადება, რომლის დაწყებას 2014 წლის გაზაფხულზე გეგმავს. ამბობს, რომ ეს ნაბიჯი მხოლოდ ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვის არ არის გამიზნული, არამედ იმისთვისაც, რომ თავისი ცხოვრება ახალი მოგზაურობის დროს გადახდენილი მორიგი საინტერესო ფაქტებით შეავსოს.
მსოფლიოს გარშემო მოგზაურობისას საკუთარ თავს თითქმის ყოველ საღამოს "აბარებდა ანგარიშს". ანუ ამბებს ყოველდღიურად იწერდა, ყველაფერს დეტალურად ინიშნავდა - როგორც ფურცელზე, ისე ფოტომასალის სახით.
სამუშაო მაგიდის გვერდით გირები და ჰანტელები აწყვია, ხოლო კედელზე გაკრულია რუკა, რომელზეც მის მიერ განვლილი მარშრუტია მოხაზული.
გინესის არაერთგზის რეკორდსმენს მოგზაურობების გრაფიკი 2016 წლამდე უკვე განსაზღვრული აქვს. პირველი ახალი ოდისეა რუსეთის გარშემო, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს მოიცავს, მომდევნო წლის რამდენიმე თვე ირანს, ერაყსა და ავღანეთს დაეთმობა, ხოლო 2015 წელს ჯუმბერ ლეჟავა სამხრეთ პოლუსზე წასვლას აპირებს. სპორტსმენი და მოგზაური 2015 წლის ზაფხულში 75 წლის გახდა.
შეხვედრა საინტერესო სტუმართან, მსოფლიო რეკორდსმენთან ჯუმბერ ლეჟავასთან ასოციაცია "ათინათის" "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში ჩატარდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ზუგდიდის პარტნიორი სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრები, სულ 34 მოსწავლე. მათ საინტერესო შეკითხვებზე მიიღეს პასუხი ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრების შესახებ, მიიღეს რჩევები და გაიზიარეს გამოცდილება.
ასოციაცია ,,ათინათისა" და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) პროექტის ,,ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება" ფარგლებში მონაწილე 10 პარტნიორი სკოლის ცხოვრების ჯანსაღი წესის კლუბის ბავშვები შეხვდნენ.
პროექტი დაფინანსებულია USAID--ის მიერ.
მასალის გამოყენების პირობები