Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/1185857_470571939706690_1518496168_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
მომავალი წლიდან წალენჯიხაში ენერგოგადამცემისა და ქვესადგურის მშენებლობა დაიწყება
ამ საკითხთან დაკავშირებით, დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გაიმართა მშენებლობის პროექტის საჯარო განხილვა. მშენებლობის ეტაპი დაიწყება 2014 წლის მარტიდან. ახალი ქვესადგური, სახელწოდებით „ჯვარი“, 50 მილიონ ევროდ შეფასებული პროექტია. მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების შეჭრა მოხდება კავკასიონის ხაზზე. საჯარო განხილვაში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად მონაწილეობას ღებულობდნენ თემების რწმუნებულები, საკრებულოს წევრები. შეგახსენებთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე წლის მარტის თვეში წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სტუმრად იმყოფებოდნენ გერმანიის განვითარების ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლები: ენრიკო სპილერი და რალფ ქიუნისტი, დავით მანაგაძე და ნინო შანიძესთან ერთად . პროექტის წარმომდგენებმა აღნიშნეს რომ პროექტს უკავშირდება გარკვეული პირდაპირი სარგებელი, ქვესადგურის მშენებლობისას დასაქმდება დაახლოებით 50 ადგილობრივი მცხოვრები. არსებული მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის ქსელის მოდერნიზაცია და ახლის მშენებლობა საქართველოს მთავრობისათვის განვითარების ერთ–ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, მომავალი წლიდან წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კერძოდ ლიის თემში ოჭანეს უბნის საზღვართან ენერგოგადამცემისა და ქვესადგურის მშენებლობა დაიწყება. შპს „ ენერგოტრანსი“, რომლის 100%–ის წილის მფლობელია სს „ საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემა“ (სსე), წარმოადგენს პროექტის აღმასრულებელ სააგენტოს. შპს „ ენერგოტრანსი“ პასუხისმგებელი იქნება ხაზის ტრანსპორტირებასა და მშენებლობაზე. პროექტის შემადგენლობაში შედის არსებული 500 კვ საჰაერო გადამცემი ხაზი „კავკასიონის“ განშტოების წერტილიდან ახალ 220 კვ ქვესადგურამდე „ ჯვარი“ 500 კვ ორჯაჭვა საჰაერო ხაზის მშენებლობა და აღჭურვა. ახალი 220 კვ ქვესადგური „ ჯვარიდან“ დაგეგმილ ახალ 220 კვ ქვესადგურამდე „ ხორგა“ 220 კვ ორჯაჭვა საჰაერო გადამცემი ხაზის მშენებლობა და აღჭურვა. 500/220 კვ ახალი ქვესადგურის მშენებლობა ლიაში 500/220/10.5 კვ 3X167 მვა სიმძლავრის ტრანსფორმატორებით.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.