"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ამ წუთებში ფოთში კერძოდ ახალ რაიონში დევნილებს ხვდება. ბაქრაძე დევნილებისგან პრობლემებს ისმენს და საკუთარ საარჩევნო პროგრამას აცნობს. როგორც რადიო "ათინათს" ბაქრაძის პრესსამსახურმა მარიშკა ჯავახაძემ განუცხადა პრეზიდენტობის კანდიდატი ასევე დღეს, 30 სექტემბერს სენაკში მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში ამომრჩევლებთან გამართავს შეხვედრას.
მასალის გამოყენების პირობები