ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კეტრინ ეშტონი საქართველოში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მავთულხლართების განთავსების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს.
"უმაღლესი წარმომადგენელი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამას რუსი სამხედროების მიერ საქართველოში ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან ღობეებისა და სხვა დაბრკოლებების აღმართვის გამო. ასეთი ქმედებები, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მნიშვნელოვან სირთულეებს უქმნის ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის ორივე მხარეს მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას და რეგიონში სტაბილურობას, უსაფრთხოებას უქმნის პრობლემას", - ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, კეტრინ ეშტონის განცხადებაში.
უმაღლესი წარმომადგენელი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, უზრუნველყოს ამ ბარიერების მოშლა. ეშტონმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ჩათვლით.
მასალის გამოყენების პირობები