სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი დღეს 2 ოქტომბერს, ხაიშში ადგილობრივ მოსახლეობას ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით შეხვდება და მათ მოსაზრებას მოისმენს. როგორც რადიო
"ათინათს" სახალხო დამცველის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო ირემაშვილმა აცნობა ომბუცმენი შეხვედრებს ხვალ მესტიის იუსტიციის სახლში ადგილობრივებთან შეხვედრებს გამართავს და გაეცნობა ადამინის უფლების დაცვის კუთხით რა ვითარებაა სვანეთში და რა აწუხებს მოსახლეობას.
მასალის გამოყენების პირობები