სელენ დიონმა ავსტრალიელ მომღერალ სიას მისთვის რაც შეიძლება ბევრი სიმღერის დაწერა სთხოვა. ბოლო პერიოდში მომღერალი ბევრს მუშაობდა სახელოვანი არტისტებისთვის და მათთვის ბალადებს ქმნიდა. სწორედ სიაა დიონის სინგლის „Loved Me Back To Life“ ავტორი.
„სია მადლობა შენ შენი ნიჭისთვის... ეს სიმღერები ისეთი ძლიერი და მგრძნობიარეა. იმედს ვიტოვებ, რომ ჩემთვის მეტს დაწერ - ეს კეთილი სურვილია ჩემი თავისთვის“ - წერს სელენი.
ფირფიტა „Loved Me Back To Life“ გაყიდვაში 11 ნოემბერს გამოვა. თრექ-ლისტში შესულია აგრეთვე დუეტები Ne-Yo და სტივ უანდერსთანაც.
მასალის გამოყენების პირობები