უკვე კვირაზე მეტია მესტიის მუნიციპალიტეტი სტიქიას ებრძვის. როგორც რადიო
"ათინათს" მუნიციპალიტეტის გამგებელმა კაპიტომ ჟორჟოლიანმა განუცხადა, მესტიაში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიტბორა. თოვლის გამო კალაში, იფარში და უშგულში მოსავალი ველადაა დარჩნილი და ადგილობრივები მოსავლის დაბინავებას ვერ ახერხებენ.
"ზარალი ძალიან დიდია. შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალის ოდენობას ადგენს, მაგრამ გადაუღებელი წვიმის გამო კომისია მუშაობას ვერ ახერხებეს", -აცხადებს ჟორჟოლიანი.
მისივე თქმით, ლახამულაში რისკი მეწყერ საშიშროებაზე დღითი-დღე იზრდება.
მასალის გამოყენების პირობები