Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/DSC01109.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/DSC01109.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/DSC01109.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/DSC01109.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
საომარი მოქმედებების დროს დაზარალებული სოფელ ხურჩის მოსახლეობა ზიანის ანაზღაურებას ითხოვს (ვიდეო)
1992 და 2008  წლების საომარი მოქმედებების დროს დაზარალებული სოფელ ხურჩის მოსახლეობა ხელისუფლებისგან ზიანის სრულად ანაზღაურებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ისინი ამბობენ, სოფელი 27 ოქტომბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებს. ხურჩის მოსახლეობის განცხადებით, საომარი მოქმედებების დროს სოფელში  დაახლოებით 110 ოჯახი დაზარალდა. როგორც ხურჩის მკვიდრი პარმენ გელენავა ამბობს, 90-ანი წლების ომის დროს მის სახლ-კარს, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 17 ათასი ლარის ზიანი მიადგა. თუმცა გელენავას ოჯახმა, თანხის მხოლოდ ნაწილი, შვიდი ათასამდე ლარი მიიღო. „აფხაზეთის საზღვრიდან პირველი სახლი ჩემია. 90-იანი წლებიდან მოყოლებული 3-ჯერ გაიარეს რუსებმა და აფხაზებმა ეს ტერიტორია. სახლში, რომ ვბრუნდებოდით არაფერი გვხვდებოდა, ყველაფერი გატანილი იყო. სახლი დაცხრილულია, აწვიმს და ყველაფერი ლპება“, - ამბობს რადიო „ათინათთან“ საუბარში პარმენ გელენავა. სოფელ ხურჩის მოსახლეობის განმარტებით, მათ ყოფილმა ხელიუფლებამ მხოლოდ სახლებზე  მიყენებული ზიანი აუნაზღაურა, ხოლო მოძრავი ნივთებისა და სხვა ზარალის ანაზრაურებას მათი თქმით დღემდე უშედეგოდ ელოდებიან. ამასთან, ისინი აცხადებენ, რომ ზუგდიდის გამგეობამ ექსპერტიზის მიერ დადებული აქტი გაყო, რაც სახლზე მიყენებული ზიანის და სხვა ქონებრივი ზარალის ერთმანეთისგან გამიჯვნას გულისხმობდა. „მაშინ ამ საკითხს დარეჯან გაბედავა, რუსლან კილასონია და სხვები ხელმძღვანელობდნენ. ჩვენ რამდენჯერ მოვითხოვეთ ქონების ანაზღაურება, მაგრამ არცერთი ხელისუფლების დროს არ მოგვაქციეს ყურადღება. ახლი ხელისუფლება  ამბობს, რომ  სამართიანობას აღვადგენთო, იქნებ ახლა მაინც მივიოთ ის რაც გვეკუთნის სახლემწიფოსგან “, -ამბობს ნაზი თორია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლებისა და კულტურის სამსახურის უფროსი დარეჯან გაბედავა, რომელიც იმ დროს ზემოაღნიშნულ საკითხებს კურირებდა, აცხადებს, რომ ხურჩის მოსახლეობის მიმართ აღებული ვალდებულება სახელმწიფომ უკვე გაისტუმრა. „სახლმწიფოს მხოლოდ სახლზე მიყენებული ზარალის გადახდის ვალდებულება ჰქონდა აღებული.  ეს კი სახელმწიფომ 2007 წელს გაისტუმრა“, - განუცხადა რადიო „ათინათს“ დარეჯან გაბედავამ. მისივე განმარტებით, ამის შესახებ  დოკუმენტები, სხვადასხვა უწყებების მიერ,  რამდენჯერმე იქნა შესწავლილი და შესაბამისი დასკვნებიც დაიდო. სოფელ ხურჩის მოსახლეობა, ზიანის სრულად ანაზღაურების მოთხოვნით საპროტესტო აქციას , ხვალ 4 ოქტომბერს სოფლის ცენტრში გეგმავს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.