ინგრედიენტები:
- რძე 250 მლ
- ფქვილი 400 გ
- ზეთი 2 ს.კ
- მარილი 1/2 ჩ.კ
- საფუარი 1 ჩ.კ
- შაქარი 1 ჩ.კ
- კარაქი 50 გ
- ნივრის კბილი 7
- ოხრახუში ან კამა 2 ს.კ დაჭრილი
- კვერცხის გული ზემოდან წასასმელად
მომზადების წესი
თასში მოვათავსოთ ცომის ყველა ინგრედიენტი და მოვზილოთ ცომი. დავდგათ ასაფუებლად.
გაყავით ცომი 16 ნაწილად, დააგუნდავეთ და დაალაგეთ ხელახლა ამოსაფუებლად 15-20 წუთი
ბლენდერში დავაქუცმაცოთ მწვანილი, ნიორი და კარაქი.
ცომის ყოველ გუნდა თავზე გადავსეროთ და ჩავუდოთ კარაქის მასა. გადავუსვათ კვერცხის გული.
ვაცხოთ 15 წუთი 180 გრადუსზე. მივირთვათ წვნიანებთან ერთად.
მასალის გამოყენების პირობები