ოკუპირებული აფხაზეთის მოსაზღვრე სოფელ ხურჩაში დღეს, 4 ოქტომბერს საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები, რომლებიც საომარი მოქმედებების დროს დაზარალდნენ, ხელისუფლებისგან ზიანის სრულად ანაზრაურებას ითხოვენ. მათი განმარტებით, სახელმწიფომ მათ მხოლოდ სახლზე მიყენებული ზარალი აუნაზღაურა, ხოლო სხვა ქონებრივი ზარალის ანაზღაურებას, მათი თქმით, დღემდე უშედეგოდ ელოდებიან.
ამასთან, აქციის მონაწილეებსა და სოფლის რწმუნებულს შორის მცირე ინციდენტი მოხდა. სოფლის გამგებელმა რევაზ ხუბუამ აქციის მონაწილეები პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა. ხუბუამ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობა უკვე დაუწყებულია.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლებისა და კულტურის სამსახურის უფროსი, დარეჯან გაბედავა რომელიც იმ დროს ზემოაღნიშნულ საკითხებს კურირებდა, აცხადებს, რომ ხურჩის მოსახლეობის მიმართ აღებული ვალდებულება სახელმწიფომ სრულად 2007 წელს გაისტუმრა. მისივე განმარტებით, სახელმწიფოს მხოლოდ სახლზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ჰქონდა აღებული.
თავის მხრივ, ხურჩის მოსახლეობა განმარტავს, რომ სახელმწიფოს ზარალის სრულად ანაზღაურებაზე ჰქონდა ვალდებულება აღებული.
ადგილობრივები ყვებიან, რომ მათი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ისინი ცესკო-ს ადგილზე არჩევნების ჩატარების საშუალებას არ მისცემენ და საარჩევნო უბანს დახურავენ.
მოგვაინებით ადგილზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებიც ჩავიდნენ და შეკრებილების პრობლემები მოისმინეს.
როგორც მედიასთან საუბარში გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი თოდუამ განაცხადა, გამგეობის სამსახური ზემოაღნიშნულ პრობლემაზე ინფორმირებულია.
"ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ამ საკითხთან დაკავშირებით ცენტრალურ ხელისუფლებასთან და უკვე მიმდინარე წელს, როდესაც დაიგეგმება ბიუჯეტი აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ამ ხალხის მოთხოვნები და ისინი მიიღებენ კომპენსაციას",-აღნიშნა გიორგი თოდუამ.
აქციაზე შეკრებილი მოსახლეობა ზარალის ანაზღაურებასთან ერთად ხურჩაში არსებულ სხვა ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე ისაუბრეს, ადგილზე მყოფმა გამგეობის წარმომადგენლებმა მათ განუცხადეს, რომ ხურჩაში უკვე მიმდინარეობს გზების რებილიტაციის პროექტი, გარდა ამისა იგეგმება საბავშო ბაღისა და სანიაღვრე არხების რებილიტაციაც.
ამავე თემაზე:
მასალის გამოყენების პირობები