განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის გენინსპექციის ყოფილი უფროსი ლევან თორია თანამდებობაზე აღდგენას ითხოვს. ის ასევე პროკურატურას ზუგდიდის საგანმამანათლებლო რესურს-ცენრტის ხელმძღვანელის, ლელა ქებურიას პოსტიდან გათავისუფლებას და განათლების სამინისტოს გენინსპექციის ყოფილი უფროსის ლაშა აბაშიძის საქმის გამოძიებას სთხოვს.
ლევან თორია აცხადებს, რომ დაკავებული თანამდებობის დატოვება ლაშა აბაშიძემ მოსთხოვა, მაგრამ, უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ, მისივე თქმით, საქმეში სამართალდამცავები ჩაერივნენ. თორიას განმარტებით, ის სახლიდან სამართალდამცავებმა წაიყვანეს და 8 საათის განმავლობაში ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს განყოფილებაში ჰყავდათ.
„როცა მიხვდნენ, რომ მსგავი მეთოდებით არაფერი არ გამოუვიდოდათ, ზუგდიდის საგანმამანათლებლო რესურსცენრტის ხელმძღვანელს ლელა ქებურიას დაავალეს, რომ ჩემი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება დაეწერა. რაც სრული უკანონობა იყო“,-აცხადებს ლევან თორია.
თორიას განმარტებით, მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი მხილოდ ის იყო, რომ იგი კრიტიკულად იყო განწყობილი დღევანდელი ხელისუფლების მიმართ და ხმამაღლა აფიქსირებდა, რომ
მიხეილ სააკაშვილი და ბაჩო ახალაია ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ფიგურები იყვნენ.
„გათავისუფლების ბრძანება გასცა მარგველაშვილმა, რომელსაც ინფორმაცია მიაწოდა ისეთმა სამარცხვინო პოროვნებამ, როგორიც კახა მიქაიაა“,-აღნიშნა თორიამ
მისივე თქმით თორიამ აღნიშნულ საკითზე ზუგდიდის სასამართლოს მიმართა, რომელმაც მისი არგუმენტები არ გაიზიარა და გათავისუფლების ბრძანება ძალაში დატოვა.
თორიამ ზუგდიდის სასამართლო განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა სადაც , როგროც თვითონ ამბობს გათავისუფლების ბრძანება ბათილად სცნეს და ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურს ცენტრს ახლი ბრძანების გამოცემა დაევალა .
თორია აღნიშნავს, რომ მას შემდეგ თითქმის 2 თვე გავიდა მაგრამ რეაგირება სამინისტროს მხრიდან არ ყოფილა.
ლევან თორიას საქმესთან დაკავშირებით, ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცნტრის ხელმძღვანელი ლელა ქებურია აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლომ თორიას გათავისუფლების შესახებ მტკიცებულებები არასაკმარისად ჩათვალა და ადმინისტრაციულ ორგანოს დამატებითი მტკიცებულებების მოძიება დაავალა. ადმინისტრაციული ორგანო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და საქმე უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.
მასალის გამოყენების პირობები