წალენჯიხის რაიონში "ქართული ოცნების" კანდიდატთან შესახვედრად დილიდან ემზადებიან. ამის შესახებ რადიო "ათინათს", "ქართული ოცნების" წალენჯიხის შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ნაჭყებიამ განუცხადა.
ნაჭყებიას თქმით ამ წუთებში საორგანიზაციო საქმეებს აგვარებს და შეხვედრის შესახებ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.
გიორგი მარგველაშვილი წალენჯიხის მოსახლეობასთან შეხვედრას 13.00 საათზე, წალენჯიხის ჭადრაკის სახლთან გამართავს. მოსახლეობის შეხვედრა პრემიერთან და მმართველი პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატთან ზუგდიდში, 9 ოქტომბერს 16.00 საათზეა დაგეგმილი.
მასალის გამოყენების პირობები