კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი წალენჯიხის რაიონის მოსახლეობას შეხვდა.
პრეზიდენტობის კანდიდატმა ამომრჩევლებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, სოფლის მეურნეობის აღორძინებასა და სოციალური პრობლემების მოგვარებაზე ესაუბრა.
მარგველაშვილი ასევე შეეხო კრიმინალის დონის კლებას საქართველოში. მისი განცხადებით, მას შემდეგ რაც უპრეცედენტო ამნისტია განხორციელდა, 14 000 მსჯავრდებულმა დატოვა საპატიმროები, ამის მიუხედავად, მაინც დაიკლო კრიმინალის დონემ და გაიზარდა საქმის გახნის პროცენტული მაჩვენებელი.
მისივე განცხადებით, ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა რაც ამ ხელისუფლებას აქვს არის ის, რომ ადამიანებს საკუთარი აზრის გამოთქმის არ ეშინიათ. მარგველაშვილი აცხადებს რომ, 27 ოქტომბერს, მისი გამარჯვების შემდეგ,საქართველოში კოჰაბიტაცია დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები