"მცოცავი ანექსია", ზუგდიდელმა სტუდენტებმა და პროფკავშირების ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს, 8 ოქტომბერს ენგურის ხიდზე რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს.
მათი განცხადებით, აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს ტერიტორიაა და მსგავს აქციებში ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა.
ისინი ახალგაზრდებს მოუწოდებენ, უფრო აქტიურად ჩაებან ამ პროცესში და ყველამ ხმამაღლა გააპროტესტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.
სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა დღეს მსოფლიო ლიდერებს მოუწოდეს, რომ მაქსიმალურად შეეცადონ, რათა საქართველოში ოკუპაცია დასრულდეს.
"ზუგდიდელ ახალგაზრდებთან ერთად ჩვენც გავაპროტესტეთ "მცოცავი ანექსია", რადგან ჩვენი ტერიტორიების დაკარგვას არ შევეგუებით", - აღნიშნა მედიასთან საუბარში გვანცა ხუციშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დიცში, დვანში და ახლა უკვე აძვში - მცოცავი ანექსია გრძელდება საოკუპაციო საზღვარს რუსეთი კიდევ ერთ წერტილში აფართოებს.
სოფელ აძვში, რომელიც გორის რაიონის მეჯვრისხევს ესაზღვრება, საოკუპაციო რეჟიმი მავთულხლართებს ავლებს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია 4 ჰექტარით დაპატარავდა.
მასალის გამოყენების პირობები