Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/Untitled.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/Untitled.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/Untitled.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/Untitled.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
პროექტი "ახალგაზრდული არჩევანი 2013" შეხვედრებს მართავს
არასამთავრობო ორგანიზაცია "ევრო-კავკასიური თანამშრომლობის ასოციაცია", პროექტის „მდგრადი საარჩევნო ინსტიტუციების განვითარების ხელშეწყობა სამეგრელოსა და ქართლის რეგიონის“ ფარგლებში შეხვედრებს, კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებთან და უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებთან მართავს. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ემზარ ფაჟავა რადიო „ათინათთან“ საუბარში განმარტავს, პროექტის ძირითადი მიზანია: ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება საარჩევნო საკითხებზე და მათი აქტიური ჩართვა 2013 წლის საპრეზიდენტო აჩევნებში. ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში ორგანიზაციამ შეხვედრები  ზუგდიდის უმაღლეს სასწავლებლებში და  კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებთან უკვე გამართა. ფაჟავას თქმით ახალგაზრდების დიდი აქტივობით ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი გამოირჩეოდა. „დევნილები ძირითადად კითხვებს მათი პრობლემიდან გამომდინარე სვამდნენ. თუ როდის იქნება  აფხაზეთში დაბრუნება და როდის მიიღებენ საცხოვრებელ ფართებს?!  ასევე ხშირია შემთხვევები, როცა დევნილების ფიქტიური საცხოვრებელი მისამართი არ ემთხვევა საარჩევნო ბიულეტენზე მითითებულ  მისამართს, რის გამოც  არჩევნებში მონაწილეობას ხშირშემთხვევაში  არ, ან ვერ ღებულობენ“, - განაცხადა რადიო „ათინათთან“ საუბარში ემზარ ფაჟავამ. ფაჟავამ ასევე განაცხადა, რომ მათი ორგანიზაცია უზრუნველყოფს იძულებით გადაადგილებული პირთა ინფორმირებულობის დონის ამაღლებას საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა  ღონისძიებები: საინფორმაციო და სარეკლამო მასალების (ბუკლეტები, სტიკერები, პლაკატები და მაისურების) მომზადება და გავრცელება. ინსტრუქტაჟი პროექტში მონაწილე მოხალისეებისთვის: საჯარო შეხვედრების ჩატარება და დისკუსიები სამიზნე ჯგუფებთან და ავტო ტურების ორგანიზება. პროექტი დაფინანსებულია გაეროს განვითრაების პროგრამისა (UNDP)  და ევროკავშირის მიერ (EU).      
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.