მამაკაცების ჟურნალმა „ესქუაერმა“ ამერიკელი კინომსახიობი სკარლეტ იოჰანსონი წლის ყველაზე სექსუალურ ქალად დაასახელა. იოჰანსონი ერთადერთი კინომსახიობია, რომელმაც ამ გამოცემის აღიარება უკვე მეორედ მოიპოვა. „ესქუაერმა“ იგი ყველაზე სექსუალურ ქალად 2006 წელსაც დაასახელა. ჟურნალის გამომცემლები ამ ტიტულს ყოველწლიურად ანიჭებენ. ხრინწიანი ხმის კინომსახიობმა 2001 წელს სახელი გაითქვა ფილმით – „მოჩვენებათა სამყარო.“ უახლოეს წარსულში მან როლები შეასრულა სამ ფილმში: „დონ ჯონი,“ „კანქვეშ“ და „მისი.“ „კინობიზნესმა გამომაცოცხლა, 28 წლის ვარ, მაგრამ როლები, რომლებსაც მთავაზობენ, უკვე ლეგენდარულია,“ – განუცხადა იოჰანსონმა „ესქუაერს.“ სკარლეტ იოჰანსონი გასულ თვეში დაინიშნა ფრანგ ჟურნალისტ რომაინ დაურიაჩზე. მისი პირველი ქორწინება მსახიობ რაიან რეინოლდსთან 3 წელიწადში დასრულდა. „ესქუაერის“ 2012 წლის ყველაზე სექსუალური ქალი ამერიკელი კინომსახიობი მილა კუნისი გახდა. მანამდე გამარჯვებულებს შორის იგივე კატეგორიაში იყვნენ: მომღერალი რიჰანა, კინომსახიობი შარლიზ სტერონი და ბრიტანელი მსახიობი კეიტ ბეკინსეილი.
მასალის გამოყენების პირობები