Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/1369116_10151729559872153_474568668_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/1369116_10151729559872153_474568668_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/1369116_10151729559872153_474568668_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/1369116_10151729559872153_474568668_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების საქმიანობა შეისწავლა
სამეგრელო-ზემო სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების საქმიანობის შესახებ მოპოვებული ინფორმაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს, 9 ოქტომბერს ჟურნალისტებს გააცნეს. „გამჭვირვალობის“ ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლების განმარტებით, ბიუროებიდან მიღებული პასუხებით დგინდება, რომ მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებს რაიმე სახის კვლევა მოქალაქეთა საჭიროებების გამოვლენის ნიზნით არ ჩაუტარებიათ. მათივე თქმით, როგორც ირკვევა, მოქალაქეების პრობლემებს მათ მიერ გამოგზავნილი წერილობითი განცხადებების შინაარსიდან ასკვნიან. „წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, მაჟორიტარი დეპუტატის არც ერთ ბიუროს მოქალაქეებთან შეხვედრის ოქმები ჩვენთვის  არ გამოუგზავნიათ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ასეთი ოქმები შესაძლებებლია საერთოდ არ არსებობდეს“,- აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ ანალიტიკოსი არჩილ თოდუა. როგორც ირკვევა, აბაშის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს დახმარებისთვის 234 ადამიანმა, ძირითადად, სოციალურ და ჯანდაცვის საკითხებზე,  მიმართა. ხოლო მაჟორიტარი დეპუტატატმი დავით დარცმელიძე მოსახეობას სულ რამდენჯერმე შეხვდა. ამასთან, ირკვევა, რომ აბაშის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს რაიმე სახის კვლევა მოსახლეობის საჭიროებების შესახებ არ ჩაუტარებია. აბაშის მაჟორიტარი დეპუტატისგან განსხვავებით, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მისაბიშვილი მოსახლეობას 44 შეხვდა. აქედან, მხოლოდ 25 იყო საჯარო. თუმცა, უცნობია ატარებს თუ არა მოსახლეობების საჭიროებების კვლევას სენაკის ბიურო. მესტიის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ კი მოსახლეობასთან 10-მდე შეხვედრა მოაწყო. ამასთან, ბიუროს ცნობით ვიქტორ ჯაფარიძე მთავრობისგან, სვანეთში განსახორციელებელი პროექტებისთვის, აქტიურად მოითხოვს თანხების გამოყოფას. სხვა მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების მსგავასდ, მოსახლეობის საჭირობების შესახებ კვლევა მესტიის ბიუროსაც არ ჩაუტარებია. წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან ქარდავამ მოსახლეობასთან 5 შეხვედრა გამართა. ქარდავას ბიუროს წერილობითი განცხადებით კი  47 მოქალაქემ მიმართა. ამასთან, როგორც წალენჯიხის ბიუროდან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ადგილობრივი ტელევიზიით პერიოდულად გადის გადაცემა „დეპუტატის საათი“ სადაც მოსახლეობას საშუალება აქვს მოსახლეობას კითხვები პირდაპირ ეთერში დაუსვან. ხობის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მოსახლეობათან 27 საჯარო შეხვედრა მოაწყო. განცხადებით კი 65 მოქალაქემ მიმართა. ამასთან, ხობის ბიუროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად ირკვევა, რომ მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ბუკია ხობი-ჩხოროწყუს დამაკავშირებელი გზის მშენებლობას ლობირებს. მოსახლეობის საჭიროებების კვლევა, სხვა ბიუროების მსგავასდ, არც მარტვილისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატების ბიურობს ჩაუტარებიათ. მათ დახმარებისთვის, დაახლოებით, 50-50-მდე მოქალაქემ მიმართა განცხადებით. ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი, ვახტანგ ლემონჯავა, ეკა ბესელიას გამოკლებით, ერთადერთი დეპუტატია რეგიონში, რომელიც კანონპროექტზე მუაობს. ფოთის მაჯორიტარი დეპუტატის ბიუროს, ზეპირად 3000-მდე მოქალაქემ, ხოლო წერილობით 1000-ზე მეტმა მოქალაქემ მიმარა. ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა მოსახლეობასტან 25 საჯარო შეხვედრა გამართა. ამასთან ეკა ბესელიას მიერ საქართველოს პარლამენტში რამდენიმე კანონპროექტი იქნა ინიცირებული. რაც შეეხებე ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს საქმიოანობას, რომელიც „გამჭვირვალობამ“  მიმდინარე წლის მაისის თვეში მოიკვლია,    როლანდ ახალაიას არჩევნების შემდგომ არც ერთი შეხვედრა ამომრჩევლებთან არ ჩაუტარებია. ამასთან, გაურკვეველია მოქალაქეთა მიღების დღეები. გარდა მაჟორიტარი დეპუტატების საქმიანობისა, „გამჭვირვალობამ“ მათი ბიუროების თანამშრომლების რაოდენობაზე და სახელფასო ფონდზეც გაამახვილა ყურადღება. მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებში თანამშრომელთა რაოდენობა და ყოველთვიური ჯამური ხელფასი ასე გამოიყურება: ზუგდიდი - 3 თანამშრომელი , ყოველთვიური ჯამური ხელფასი - 3 ათას 650 ლარი; სენაკი - 3 თანამშრომელი, ხელფასი - 2 ათას 230 ლარი; მარტვილი - 5 თანამშრომელი, ხელფასი 2 ათას 550 ლარი; აბაშა - 4 თანამშრომელი, ხელფასი - 2 ათას 300 ლარი; მესტია 6 თანამსრომელი, ხელფასი - 2 ათასი 920 ლარი; წალენჯიხა, 6 თანამშრომელი, ხელფასი - 3 ათასი 400 ლარი; ხობი - 5 თანამშრომელი, ხელფასი 3 ათას 400 ლარი, ჩხოროწყუ -5 თანამშრომელი, ხელფასი - 3 ათასი ლარი; ფოთი, 5 თანამშრომელი, ხელფასი 2 ათას 575 ლარი. „საერთო სურათი დამამშვიდებელი არ არის. ბიუროები როგორც ჩანს  ვერ ან არ ასრულებენ იმ ფუნქციას, რომელიც მათ პარლამენტის დებულების თანახმად აკისრიათ. პარლამენტის წევრი იმიტომ არის ადამიანი, რომ მას აქვს გარკვეული ნდობის მანდატი და ბუნებრივია მას ეკისრება პასუხისმგებლობა. სწორედ ამ პასუხისმგებლობის შესრულებაში უნდა იხარჯებოდეს ის სახელმწიფო სახსრები, რომელიც მიმართულია ბიუროებისთვის“, - უთხრა ჯურნალისტებს .„საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“  კოორდინატორმა მალხაზ ჭკადუამ. ამასთან, „გამჭვირვალობა“  მაჯორიტარ დეპუტატებს რეკომენდაციებს სთავაზობს და გააქტიურებისკენ მოუწოდებს. წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში აცხადებენ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ მათგან ინფორმაცია 4 თვის წინ გამოითხოვა. „ამ ოთხი თვის განმავლობაში წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან ქარდავა მოსახლეობას პერიოდულად ხვდებოდა და დღეის მონაცემებით 15-ზე მეტი შეხვედრა აქვს გამართული. რაც შეეხება ჩვენს საქმიანობას, ვგეგმავთ მოსახლეობასთან შეხვედრებს, ვიღებთ განცხადებებს და ა.შ. ბატონი ლევანი, როცა წალენჯიხაშია ხვდება მოსახლეობას და შეძლებისდაგვარად ეხმარება მათ “,  - უთხრა რადიო „ათინათს“ წალენჯიხის მაჯორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა ლაშა ზარქუამ. რაც შეეხება მოქალაქეებთან შეხვედრის ოქმების შედგენას, ლაშა ზარქუა ფიქრობს, რომ ეს კანონით გათვალისწინებული აუცილებელი პროცედურა არ არის.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.