ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა მასწავლებელთა კვირეული მოაწყვეს, რომლის ფარგლებში ფარგლებში ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. როგორც რადიო „ათინათთან" საუბარში ორსანტიის საჯარო სკოლის დირექტორმა ელისო ჩიკვატიამ აღნიშნა, კვირეულის ფარგლებში სკოლაში გაიმართა ფოტოებისა და ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა, დისკუსია, დისპუტი, ფილმის ჩვენება და ფლეშმობი.
კვირეული საზეიმოდ 10 ოქტომბერს დაიხურა. დასკვნით ღონისძიებაზე პედაგოგებმა საკუთარი ლექსები, ჩანახატები და მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს. შეგახსენებთ, პროექტს ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება" სამეგრელოს რეგიონში ასოციაცია „ათინათი"და გაეროს ბავშვთა ფონდი USAID/Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ პროექტის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე
https://www.facebook.com/YouthPD
მასალის გამოყენების პირობები