9 ოქტომბერს, ზუგდიდში კოალიცია „ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით არასამთარობო ორგანიზაცია "გამჭირვალობამ" შეხვედრაზე გამოვლენილი შესაძლო დარღვების შესახებ დღეს, 11 ოქტომბერს საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.
"გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრას ესწრებოდა გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ქვარაიაც, რომელმაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წარმომადგენლებს განუცხადა, რომ პოლიტიკურ აქტივობებში კანონიერად მონაწილეობის მისაღებად 9 ოქტომბერს შვებულება აიღო. აქციაზე იმყოფებოდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის კიდევ ერთი თანამშრომელი - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მთავარი სპეციალისტი თადეოზ ფაცაცია, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ აქციაზე ყოფნის უფლება ჰქონდა, რადგან შვებულებაზე განცხადება დაწერა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მიღებული წერილით დასტურდება, რომ ორივე საჯარო მოხელე შვებულებაშია და შესაბამისად, მათ პოლიტიკურ აქციაში მონაწილეობით საქართველოს კანონმდებლობა არ დაურღვევიათ" – ნათქვამია "გამჭირვალობის" მიერ გამოქვეყნებულ მასალაში.
"რაც შეეხება შესაძლო კანონდარღვევებს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ აქციაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის თანამშრომელი ზვიად მალაზონიაც დააფიქსირა. გაირკვა, რომ მას შვებულების თაობაზე განცხადება დაწერილი არ აქვს, რაც საფუძველს გვაძლევს განვაცხადოთ, რომ ამ საჯარო მოხელემ დაარღვია საქართველოს საარჩევნო კოდექსი.
ასევე აქციის დასრულების შემდეგ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჭაქვინჯის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ვალერიან ხუბულავა იმყოფებოდა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან, რომელთა მეშვეობითაც მოხდა აქციაზე მყოფი პირების ტრანსპორტირება. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლებთან საუბრისას ვალერიან ხუბულავამ განაცხადა, რომ აქციაზე არ იმყოფებოდა, ზემოაღნიშნული გარემოება გვაფიქრებინებს, რომ ის შესაძლოა, ჩართული ყოფილიყო აქციის ორგანიზების პროცესში. ამ ორ ფაქტთან დაკავშირებით, ჩვენი ორგანიზაცია საჩივრით ცენტრალურ საარჩენო კომისიას მიმართავს" – აღნიშნულია "გამჭირვალობის" მიერ გამოქვეყნებულ მასალაში.
თემაზე ვრცლად:
მასალის გამოყენების პირობები