ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს, 11 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე სტიქიის დროს სოფელ ჯიხაშკარში დაზიანებული ხიდის სარებილიტაციოდ და ასევე გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, სოფელ კოკში წყალამრიდი ნაგებობის მოწყობისა და დაზიანებული დამბის რეაბილიტაციისათვის გამგეობას გამარტივებული შესყიდვებით ხელმძღვანელობის უფლება მიეცა.
ამავე სხდომაზე ცნობილი გადა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან სოფელ ორსანტიასში მდებარე 6007 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემას ითხოვს, რათა შემდგომ აღნიშნულ ადგილას იუსტიციის სახლი აშენდეს.
ასევე საკრებული მიმართავს სამინისტროს სოფელ კოკში ხურჩის უბანში არსებული საბავშვო ბაღის შენობის მუნიციპალურ საკუთრებაში გადმოცემის თაობაზე. როგოrც საკრებულოში განაცხდეს, ბაღს რემონტს იაპონელები მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუკეთებენ თუ იგი მუნიციპალურ საკუთრებაში იქნება დარიცხული.
მასალის გამოყენების პირობები