რუბრიკები
„დაინახე, გაიგე, დაარღვიე დუმილი“ - "ორტუსის" ახალგაზრდებმა ფლეშმობი გამართეს
გოგოების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პროექტის „ეროვნული იტეგრაცია საქართველოში“-ს ფარგლებში ასოციაცია „ათინათის“ ახალგაზრდულ ცენტრ „ორტუსის“ წარმომადგენლებმა საინფორმაციო დისკუსია გამართეს. დისკუსიის თემა ფემინიზმი იყო. თემასთან დაკავშირებით ახალგაზრდებმა თავინთი აზრი დააფიქსირეს, ისაუბრეს ასევე საერთაშორისო და ქართულ ფემინისტურ ჯგუფებზე და მათ საქმიანობაზე.
შეხვედრის შემდეგ „ორტუსის“ ახალგაზრდებმა ზუგდიდის ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე სპეციალურად გოგონების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფლეშმობი გამართეს.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები