ხაიშსა და ჭუბერში მოქმედი სახერხი საამქროების მეპატრონეებმა და თანამშრომლებმა ჯვარი-ხაიში დამაკავშირებელი გზაზე დღეს, 12 ოქტომბერს აქცია გამართეს. მათ გზა გადაუკეტეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებს და არ მისცეს გადაადგილების საშუალება.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ეს ადამიანები დამზადებული ფიცრების გადატანის საშუალებას არ აძლევენ და ჯარიმებს უწერენ.
დეპარტამენტის თანამშრომლებს და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. სიტუაცია პოლიციის მისვლის შემდეგ განიმუხტა და აქციის მონაწილეებმა გზა დაახლოებით სამი საათის შემდეგ გახსნეს.
მასალის გამოყენების პირობები