ხობის რაიონის სოფელ ხორგაში სპეცოპერაციას ერთი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ყაჩაღურ დაჯგუფებასთან დაპირისპირების დროს დაღუპულია ერთი პოლიციელი და ორი დაჭრილია.
დაჭრილები გადაყვანილები არიან ხობის საავადმყოფოში. წინასწარი ინფორმაციით, ეს ყაჩაღთა ის ჯგუფია, რომლებიც ხობის რაიონის სოფელ თორსაში ქარჩავების ოჯახს თავს დაესხნენ და ოჯახის უფროსი მოკლეს.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დაღუპულია ერთი თავდამსხმელი, ხოლო ერთი დაკავებულია. რაც შეეხება დაჯგუფების მესამე წევრს, ჯერჯერობით მასზე ინფორმაცია დაზუსტებული არ არის.
"ინტერპრესნიუსი"
მასალის გამოყენების პირობები