რეცეპტის ინგრედიენტები:
- 115 გრამი კარაქი
- 1 ჭიქა შაქარი
- 2 ცალი კვერცხი
- 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
- 1/3 ჭიქა უშაქრო კაკაოს ფხვნილი
- 1/2 ჭიქა ფქვილი
- 1/4 ჩაის კოვზი მარილი
- 1/4 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი/საცხობი ფხვნილი
- 45 გრამი კარაქი
- 3 სუფრის კოვზი კაკაოს ფხვნილი
- 1 სუფრის კოვზი თაფლი
- 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
- 1 ჭიქა შაქრის პუდრა
- ცხიმი/კარაქი და ფქვილი ფორმისთვის
1. გააცხელეთ ღუმელი 175C გრადუსზე(350F). მოაცხეთ კარაქი 20სმ ზომის კვადრატულ ფორმას, ან ნებისმიერ სხვას ანალოგიური მოცულობით. მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილიც(ფსკერზე და კიდეებზე).
2. გაადნეთ ქვაბში 115 გრამი კარაქი. შემდეგ გადმოდგით ის ცეცხლიდან და გამდნარ კარაქს ქვაბშივე შეურიეთ 1 ჭიქა შაქარი. ჩაუმატეთ და მსუბუქად შეურიეთ 2 ცალი კვერცხი. შეურიეთ 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტიც. ჩაუმატეთ კაკაოს ფხვნილი, ფქვილი და კვლავ შეურიეთ. ბოლოს ჩაუმატეთ მარილი, გამაფხვიერებელი და საბოლოოდ შეურიეთ ეს ყველაფერი.
3. გადაასხით ცომი ფორმაში, გადაანაწილეთ თანაბრად და აცხვეთ 25-30 წუთის განმავლობაში(ნუ გადაამეტებთ).
4. სანამ ბრაუნი ცხვება, მოამზადეთ კაკაოს მინანქარი: ერთმანეთს შეურიეთ 45 გრამი ოთახის ტემპერატურის კარაქი, კაკაოს ფხვნილი, თაფლი, ვანილის ექსტრაქტი და დაფქული შაქარი. როცა ბრაუნი გამოცხვება, აცალეთ ცოტათი შეგრლება და შემდეგ მის თბილ ზედაპირზე თანაბრად გადაანაწილეთ მინანქარი.
მასალის გამოყენების პირობები