ცნობილ ამერიკელ მომღერალს მადონას The Alamo Drafthouse Cinema-ის კინოთეატრებში შესვლა აუკრძალეს. მან ერთ-ერთი ფილმის პრემიერაზე, სეანსის დროს მობილურით მიმოწერა დაიწყო. მის გვერდით მჯდომმა ქალბატონმა მობილურის შენახვა სთხოვა. მადონამ სტუმარს განუცხადა, რომ მას საქმიანი მიმოწერა ჰქონდა და ქალბატონს „მონათმფლობელი“ უწოდა.
როდესაც The Alamo Drafthouse Cinema-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მომხდარის შესახებ შეიტყო, თავის Twitter-ში დაწერა, რომ სანამ მადონა ბოდიშს არ მოიხდიდა მანამდე კინოთეატრების ქსელში შესვლა აეკრძალებოდა.
მასალის გამოყენების პირობები