პრეზიდენტმა დავით დემურია გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.
მიხეილ სააკაშვილმა ორდენი გარდაცვლილი სამართალდამცველის მცირეწლოვან ვაჟს გადასცა.
მისი თქმით, საქართველოს ასეთი გმირები ბევრი არ ჰყავს.
საქართველოს პრეზიდენტმა გარდაცვლილი სამართალდამცველის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
დავით დემურია რამდენიმე დღის წინ ხობის რაიონის სოფელ ხორგაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაიღუპა. ყაჩაღობისთვის ძებნილმა თეიმურაზ ოკუჯავამ პოლიციელებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია და ორმხრივი სროლის დროს დავით დემურია დაიღუპა, 4 პოლიციელი კი დაიჭრა.
მასალის გამოყენების პირობები