სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის პრეზიდენტის რწმუნებულმა თენგიზ გუნავამ საკუთარი არჩევანი რუხის #66 საარჩევნო უბანზე გააკეთა. გუბერნატორის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნები, რეგიონის მასშტაბით, ჯერჯერობით მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს.
„ხმა მივეცი უკეთეს მომავალს, გზას ევროპისკენ და ჩვენი ქვეყნის განვითრებას. ბუნებრივია, მჯერა და მწამს, რომ ეს ასე იქნება“, - განუცხადა რადიო „ათინათს“ თენგიზ გუნავამ.
სოფელ რუხის სამივე საარჩევნო უბანზე, დამკვირვებლები და კომისიის წევრები აცხადებენ, რომ არჩევნები ყოველგვარი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. მათივე განმარტებით, რუხში ამომრჩევლების აქტივობა 12 საათისთვის დაბალი იყო.
მასალის გამოყენების პირობები