26 ოქტომბერს აფხაზეთიდან რეგისტრაციისთვის გადმოსული ოქუმის მკვიდრი 3 დევნილი უკან დაბრუნებისას ნაბაკევის სამხედრო საზღვარზე დააკავეს და იარაღის კონდახებით გაუსწორდნენ.
ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „დევნილი ქალები საკუთარი უფლებებისთვის“ წარმომადგენელმა ნონა უბილავამ დღეს, 29 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
უბილავას განცხადებით მ.დ; ვ.დ და ს.შ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო 8 საათის განმავლობაში ყავდათ დაკავებული, რის შემდეგაც ისინი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, 2 ათასი მანეთი გადაახდევინეს და კონდახებით სცემეს.
"ამჟამად დაზარალებულები საკუთარ სახლებში იმყოფებიან, ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა საკამოდ მძიმეა",-აღნიშნავს უბილავა.
იგი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რეგაირებას ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებისგან ითხოვს.
უბილავა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელს 21 არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით მიმართავს და ხუთმხრივი მოლაპარაკებების დაწყებას ითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები