მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თანამდებობაზე რამდენიმე პიროვნება მოიაზრება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ედიშერ თოლორაია, მისი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ქვარაია და „დაიცავი საქართველოს“ წევრი კახა მიქაია.
ედიშერ თოლორაია აღნიშნულ ინფორმაციას ჭორს უწოდებს.
ინფორმაციას არც „დაიცავი საქართველოს" წევრი კახა მიქაია ადასტურებს და აღნიშნავს, რომ ამის შესახებ ჟურნალისტებისგან გაიგო.
აღნიშნულს არც უარყოფს და არც ადასტურებს მერაბ ქავარაია. იგი აღნიშნავს, რომ ძალიან სასიამოვნოა თუ ვინმე მიიჩნევს, რომ ის ამ საპატიო პოსტზე დანიშვნას იმსახურებს.
მასალის გამოყენების პირობები