Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/mda.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/mda.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/mda.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/mda.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების განხილვას ხმაური მოყვა (video)
ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების განხილვა დღეს, 4 ნოემბერს გაიმართა. პროექტის განსახილველად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა და მისი მოადგილეები იმყოფებოდნენ. მათ გამოჩენას დარბაზში მყოფი რამდენიმე დევნილი ხმაურით შეხვდა. შეკრებილებს შორის ურთიერთ დაპირისპირება რამდენიმე წუთს გაგარძელდა, რის შემდეგაც დენილებმა დარბაზი დატოვეს. "დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის" თავმჯდომარემ თეონა ქარდავამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო და მინისტრთა კაბინეტი კორუმპირებულობაში დაადანაშაულა დ მათ სავარძლებზე ჩაბღაუჭებული, ჟანგმოდებული მთავრობა უწოდა. ქარდავას განცხადებით ისინი აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელის ვახტანგ ყოლბაიას გადაყენებას და აფხაზეთის დეპუპატთა საბჭოს განახლებას მოითხოვენ. გია გვაზავამ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ დევნილთა უმეტესობა სხავაგვარად ფიქრობს თუმცა ის ნაწილი ვინც პროტესტი გამოთქვა ყურადღებას ითხოვს და საჭიროა მეტი ურთიერთობა და ყურადღება მათდამი ყველა იმ სტრუქტურის მხრიდან, რომელიც საქართველოში არსებობს. აქვე გვაზავამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კონსტიტუციაში შესატანად 27 ცვლილება მზადდება მათ შორის ცვლილებები შეეხება აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს წევრების დანიშვნის საკითხს. აღნიშნული ცვლილება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანასაც გულისხმობს, – განაცხადა მედიასთან საუბარში გვაზავამ. ცვლილებებზე მსჯელობა რამდენიმე ქალაქში შედგება და მასში მონაწილეობას დევნილი საზოგადოება მიიღებს. ზუგდიდში ცვლილებების განხილვას რამდენიმე დევნილი და აფხაზეთის მთავრობის ადგილობრივი წარმომადგენლობა დაესწრო.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / ივლისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.