დღეს, 5 ნოემბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელი რენე რუკე დევნილთა საცხოვრებელი ადგილების მონახულების შემდეგ დევნილთა პირობებს შეაფასებს.
რენე რუკე (საფრანგეთი SOC) ახორციელებს ინფორმაციის მოსაძიებელ ვიზიტს საქართველოში, რათა ადგილზე დააკვირდეს იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელ პირობებს. ვიზიტი ხორციელდება მისი ანგარიშის _ "ალტერნატივა ევროპის სტანდარტთან შეუსაბამო, კომპაქტურად დასახლებულ დევნილთა ცენტრებისთვის" მოსამზადებლად.
ამ მიზნით თბილისში ევროსაბჭოს მომხსენებელი შეხვდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, სხვადასხვა საპარლამენტო კომიტეტების წევრებს, სახალხო დამცველსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. რუკე ეწვევა თბილისისა და რუსთავის კოლექტიურად დასახლებულ ცენტრებს, და ასევე წეროვანში დევნილთათვის განკუთვნილ დასახლებას მოინახულებს.
მასალის გამოყენების პირობები